პროექტი განკუთვნილია 5-15 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის.
პროექტში დარეგისტრირება შესაძლებელია მითითებულ ლინკზე.
გაკვეთილში ჩართვისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა, მიკროფონი და კამერა.
ჯგუფები კომპლექტდება 1 ქვეყანაში მცხოვრები თანატოლი და თანაბარი ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებით. ჯგუფში მაქსიმუმ 5-6 მოსწავლე ირიცხება.
გაკვეთილები ჯგუფთან შეთანხმებით, მოსწავლეებისთვის მოსახერხებელ დროს ინიშნება.
გაკვეთილები კვირაში 2 ჯერ ტარდება.
გაკვეთილებს ატარებენ სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებლები. რომლებსაც პროექტის ფარგლებში უტარდებათ დამატებით ტრენინგები, დისტანციური სწავლებისთვის ტექნიკური და მეთოდური უნარების გასაძლიერებლად.
მასწავლებლები სასწავლო პროგრამას და რესურსებს მოსწავლის ენის ფლობის დონის მიხედვით ქმნის.
გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინეთ მასწავლებელს ან კოორდინატორს.
მასწავლებელი აგზავნის მოსწავლესთან ჩატარებული გაკვეთილის ვიდეო მასალას და დავალებას. კითხვების არსებობის შემთხვევაში მას პასუხობს მასწავლებელი.